ბოლო პერიოდის განმავლობაში ბრიჯიტ ფონდას ვიზუალი არაერთხელ გამხდარა საზოგადოების მხრიდან კრიტიკის საგანი. მსახიობი უკვე წლებია ჭარბ წონას ებრძვის. ამის გამო ის ჰოლივუდურ სამყაროსაც კი ჩამოშორდა. თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოოდ მან გადაწყვიტა, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა და ძირეული ცვლილებების გზას დაადგა.
„ჩემთვის ჰოლივუდი დასრულებულია“ – 59 წლის ბრიჯიტ ფონდა კიდევ ერთხელ გადაიღეს
მედიის ცნობით, 61 წლის ბრიჯიტი იმ ვარსკვლავთა რიგს შეუერთდა, რომლებიც გასახდომად ჰოლივუდში, უკვე კარგად ნაცნობ და აპრობირებულ პრეპარატს, „ოზემპიკს“ იყენებენ.
სულ ცოტა ხნის წინ, ბრიჯიტი ლოს-ანჯელესის ქუჩებში სეირნობის დროს გადაიღეს. ის ბოლო პერიოდთან შედარებით, საგრძნობლადაა წონაში დაკლებული. ამ დღეს „მარტოხელა თეთრი ქალის“ ვარსკვლავს შავი შარვალი და თეთრი ზედა ეცვა.
„დაუჯერებელია, ნუთუ ეს ის გოგონაა?“ – 59 წლის ბრიჯიტ ფონდას ცნობა შეუძლებელია