ნუკი კოშკელიშვილი ორსულადაა. ის მეორე შვილს ელოდება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მან თავად გაავრცელა.
მოგვიანებით, კი დაწერა, რომ რამდენიმე ხანი ამ ამბის გამოაშკარავებისგან თავი შეიკავეს გარკვეული მიზეზების გამო.
„როგორც იცით წინა ორსულობა მოგვეშალა, ამიტომ ამჯერად ძალიან ვფრთხილობდით და მაქსიმალურად გავწელეთ ამის გამოაშკარავება. ყველას დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის და ამდენი სითბოსთვის, მაპატიეთ თუ ყველას სათითაოდ პასუხს ვერ გცემთ“, – წერს ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში.