დაავადებათა ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონული სამმართველოს ბოლო მონაცემებით, რეგიონში 17 ადამიანი იძულებით თვითიზოლაციაში იმყოფება. უწყების ინფორმაციით, ოზურგეთში თვითიზოლაციაშია 14 პირი, ჩოხატაურში – 2 და ლანჩხუთში 1 პირია განთავსებული.
მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობის მიერ სარეკომენდაციო მითითებებში სიახლე შევიდა იძულებით თვითიზოლაციასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრებულია როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების მასშტაბით. დღეის მონაცემებით, რამდენიმე საიზოლაციო წესის დარღვევასაც ქონდა ადგილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში არჩილ მჟავია გამოცემა „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ, გუშინ, 8 მარტს, თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა წესები დაარღვიეს, რის გამოც ცენტრის წარმომადგენელს მათ გასაფრთხილებლად საპატრულო ეკიპაჟების ჩართვა მოუხდა.
„შტაბის სხდომა გვქონდა გუშინ და შემოვიდა ინფორმაცია, რომ თვითიზოლირებულები არღვევდნენ წესებს და გარეთ გამოვიდნენ. ამიტომ მოგვიხდა საპატრულო ეკიპაჟის ჩართვა, ჩამოვიარეთ და ადგილზე გადავამოწმეთ ყველა. ასევე, გავაფრთხილეთ, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კარანტინში გადავიყვანდით. ჯერჯერობით გვემორჩილებიან,“ – ამბობს არჩილ მჟავია.
საქართველოში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა
