“დღეს, ,,წინასაახალწლო სიურპრიზად”, მე და ჩემმა თანამშრომლებმა, „ინტერპრესნიუსიდან“ გავიგეთ, რომ 2021 წლის 22 დეკემბერს, კონსპირაციულად, დაჩარებული წესით, დაინიცირდა კანონპროექტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ,,გაუქმების” შესახებ”,-ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა.
თოლორაია იმედოვნებს, რომ ეს პროცესი შეჩერდება.
დღეს, ,,წინასაახალწლო სიურპრიზად”, მე და ჩემმა თანამშრომლებმა, „ინტერპრესნიუსიდან“ გავიგეთ, რომ 2021 წლის 22 დეკემბერს, კონსპირაციულად, დაჩარებული წესით, დაინიცირდა კანონპროექტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ,,გაუქმების” შესახებ.
მისივე თქმით, ის, რომ სამსახურის საგამოძიებო და პერსონალურ მომაცემებზე ზედამხედველობის ფუნქცია გასამიჯნი იყო, დიდი ხანია ამის თაობაზე საუბრობენ და ეს თავიდანვე არასწორად გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების უკან პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივები შეიძლება დავინახოთ: ნიკა სიმონიშვილი
რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს ბადებს, დასვენების დღეებში, კანონპროექტის დაინიცირება დაჩქარებული წესით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობისა და ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე. იმედი მაქვს, ეს პროცესი შეჩერდება!
მაშინ, როცა გავეცნობი კანონპროექტს და მექნება მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, გავაკეთებ უფრო დეტალურ კომენტარს.
მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.
სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება
ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.