LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასაახალწლოდ, მეტროში მატარებლების მოძრაობის ინტერვალი მცირდება

32

მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტროს I ხაზზე, („ახმეტელის თეატრი“ – „ვარკეთილი“) პიკის საათებში მცირდება მატარებლების მოძრაობის ინტერვალი.

კერძოდ, 21 დეკემბრიდან ახალ წლამდე, თბილისის მეტროს I ხაზს 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე, ორი მოძრავი შემადგენლობა დაემატება. მატარებლები იმოძრავებენ 3 წუთიანი შუალედით.

გარდა ამისა, 30-31 დეკემბერს, თბილისის მეტრო შაბათ-კვირის განრიგის ნაცვლად, იმუშავებს სამუშაო დღეების განრიგით და ინტერვალით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები