LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასაარჩევნო დარღვევები ISFED-ის ანგარიშში

105
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველ შუალედურ ანაგრიშს აქვეყნებს. შუალედური ანგარიში 245 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
“ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ფიზიკური დაპირისპირების 2; ზეწოლა-მუქარის 2; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 1; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 3; დამკვირვებლისთვის ხელის შეშლის 1 ფაქტი. ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიებიის დაკომპლექტება გარკვეული ხარვეზებით წარიმართა 8 საარჩევნო ოლქში. ადგილი ჰქონდა ოპოზიციური კანდიდატების საწინააღმდეგოდ მიმართულ დეზინფორმაციის კამპანიას სოციალური ქსელების მეშვეობით. საყურადღებო იყო საბიუჯეტო რესურსების სავარაუდო მობილიზების შემთხვევები 38 მუნიციპალიტეტში და უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევის 5 შემთხვევა,” – აღნიშნულია ორგანიზაციის გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საყურადღებო იყო ასევე საბიუჯეტო ცვლილებები 40 მუნიციპალიტეტში.
“ინფრასტრუქტურული პროექტები ისეა დაგეგმილი, რომ ძირითადი აქტივობები, ხშირ შემთხვევაში, საარჩევნო კამპანიის პერიოდს ემთხვევა,” – აღნიშნულია ანგარიშში.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ეს კანონის დარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა იქმნება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული ქმებები არჩევნების წინ მოსახლეობის კეთილგანწყობის გასაზრდელად არის მიმართული.