„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდა“ – ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„დელეგატმა ისაუბრა ადგილობრივებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე და მათ მმართველი გუნდის სამომავლო გეგმები გააცნო.
ვარლამ ლიპარტელიანმა მოსახლეობასთან ერთად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც იმსჯელა.
შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ქვეყანაში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და რომ აუცილებელია მმართველი გუნდის მხარდაჭერა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რათა ვერავინ შეძლოს საქართველოს ომში ჩათრევა.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი რევაზ სოხაძე და სამგორის რაიონის გამგებელი, „ქართული ოცნების“ სამგორის საარჩევნო შტაბის უფროსი კახა სამხარაძე“- ნათქვამია ინფორმაციაში.