LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინა მოგვეწოდება 22 მარტის კვირაში: გაბუნია

91
fdhdhf

წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში. ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნია ამბობს, რომ სატელეფონო საუბრის შედეგად დაადგინეს თარიღი, როცა კოვაქსის პლატფორმის გავლით საქართველოში ვაქცინა შემოვა.

„დაზუსტდა დამატებითი პირობები „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებისთვის. ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ დეტალურად გაგვევლო ყველა ეტაპი „ფაიზერის“ ქვეყანაში შემოტანის. ცივი ჯაჭვის მოთხოვნები, ასევე კონკრეტული ინფორმაცია მოითხოვა „ფაიზერმა“ იმ ცენტრებზე, სადაც მოხდება ვაქცინის გადატანა აეროპორტიდან და ვაქიცინაციის ადგილების შესახებ ინფორმაცია. ეს სამედიცინო დაწესებულებები დიდი ხანია, შერჩეულია და ეს ინფორმაცია გაიგზავნა „ფაიზერის“ სათაო ოფისში საბოლოო დასტურისთვის. წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში. ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება“.- განაცხადა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g