წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია საქართელოს 3 ქალაქში 15 ამცრელ პუნქტში ყოველდღე, 10:00-დან 20:00-მდეა შესაძლებელი.
ინფორმაციას ვაქცინაციის აღნიშნული პუნქტების შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) აქვეყნებს.
NCDC-ს ცნობით, ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები თბილისის გარდა უკვე ბათუმსა და რუსთავშიც ხელმისაწვდომია. ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ. აღნიშნული ლოკაციებია:
თბილისი:
? საბურთალო – სითი მოლი (ვაჟა–ფშაველას გამზირი #70, ღია ავტოსადგომის ტერიტორია „სითი გარდენის“ მიმდებარედ)
? გლდანი – სითი მოლი – (ი. ვეკუას #1 , ღია ავტოსადგომის ტერიტორია, მუხიანის მხარეს)
? სამგორი – ისთ ფოინთი – (ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა , ზედა ავტოსადგომი)
? სამგორი – (ორხევი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორია)
? ავჭალა – (ლიბანის ქ. 23, პოლიციასთან)
? მუხიანი – (ნ. დუმბაძის გამზირი, პოლიციასთან, კორპუსი N5)
? რკინიგზის სადგური მიმდებარე ტერიტორია
? ვარკეთილის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია
? ახმეტელის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია
რუსთავი:
? ჭყონდიდელის დასახლება (რჩეულიშვილის N9-სუპერმარკეტი მადაგონის წინ)
? მე-12 მკ/რნ, N24 – 23ე საშუალო სკოლის წინ
? მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, სუპერმარკეტი მადაგონის წინ
ბათუმი:
? ინასარიძის ქუჩა, სავაჭრო ცენტრ „ვილმარტის მიმდებარე ტერიტორია
? ე.წ. ,,ხოფის“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია
? ე.წ. ,,ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორია
“აცრას შეძლებთ თქვენთვის სასურველი ვაქცინით. არ გადადო! აიცერი და დაიცავი საკუთარი თავი.” – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიმართვაში.