LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წისქვილი ჯგუფი“ 30 მაისს წლის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფესტივალზე გეპატიჟებათ – ღვინო, ფოლკლორი და დაუვიწყარი გემოები

591
წისქვილი ჯგუფი

30 მაისს, 12:00 საათიდან, გორგასლის მოედანზე, „წისქვილი“ წლის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კულტურულ ღონისძიებაზე – ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალზე გეპატიჟებათ.

ფესტივალი „წისქვილი ჯგუფისა“ და „მეიდან ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია და წელს სტუმრებს კიდევ უფრო მასშტაბური პროგრამით უმასპინძლებს. ღონისძიება თავს მოუყრის ყველაფერს, რაც საქართველოს მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობასთან ასოცირდება – ღვინოს, ფოლკლორს, რეგიონულ ტრადიციებსა და ქართულ გასტრონომიას.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სივრცე ღვინის საინფორმაციო ჯიხური იქნება, სადაც სტუმრები სხვადასხვა რეგიონის ღვინოების შესახებ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ, სახალისო თამაშებში ჩაერთვებიან და სპეციალურ პრიზებსაც მოიგებენ, მათ შორის „თეატრის“ მიუზიკლის ბილეთებსა და „წისქვილის“ ვაუჩერებს.

ფესტივალის მუსიკალურ ნაწილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები იზრუნებენ. 14:00 საათიდან კი კონცერტი დაიწყება, რომელშიც რეგიონულ ანსამბლებთან ერთად მონაწილეობას ჯგუფი „ეგარი“ და ბენდი „ქიმერა“ მიიღებენ.

20:00 საათიდან ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის სპეციალური სივრცე მოეწყობა, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალის პირდაპირი ჩვენება გაიმართება.

ფესტივალი „წისქვილი ჯგუფისა“ და „მეიდან ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია. 2024 წლიდან ღონისძიების მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ეს ფესტივალი ჩვენთვის უკვე ძვირფასი ტრადიციაა, რომლის მოლოდინშიც ვართ ყველანი, ორგანიზატორები, არტისტები, მონაწილეები და სტუმრები. აქ თავს იყრის ყველაფერი, რაც ნამდვილ ქართულ მასპინძლობასთან ასოცირდება. „წისქვილი ჯგუფის“ მიზანი კი უკვე 24 წელზე მეტია უცვლელია, წარმოვაჩინოთ საქართველოს მრავალფეროვანი და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ანანო თავხელიძე.

„მეიდან ჯგუფის“ წარმომადგენლის, ნათია ცეცხლაძის თქმით, 30 მაისს ისტორიული „შაითან ბაზარი“ სიმბოლურად აღიდგენს თავის ფუნქციას, რაც სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, ერთ სივრცეში საქართველოს ყველა კუთხის ხიბლი შეიგრძნონ.

ღონისძიების პარტნიორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო და ტურიზმის ეროვნული სააგენტო.

(R)

magti 5g