წითელ ხიდზე, ბათუმის აეროპორტსა და ყაზბეგში დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
“1 ნოემბრიდან – 3 ნოემბრის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“, ”ბათუმის აეროპორტი“ და ”ყაზბეგი“, სომხეთის, ყატარისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს მ.ა-ს, ა.ნ.მ.ა.ა.დ-სა და ს.ს-ს ნარკოტიკული (2.518 გრამი) და ფსიქოტროპული (65 აბი) მედიკამენტები საზღვარზე უკანონოდ შემოჰქონდათ.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ,” – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.