LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელი ფარნების ქუჩა მისამართს იცვლის

501

ჰოლანდიის მთავრობა ამსტერდამზე ზრუნვას განაგრძობს და ცნობილი წარწერის შემდეგ ყველაზე პოპულარული ქუჩის რიგი მოვიდა. „წითელი ფარნების ქუჩა“ ისტორიულ დანიშნულებად ითვლება, თუმცა მისი მომავალი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა. საქმე ისაა, რომ ტურისტების რაოდენობის მუდმივად ზრდის გამო, სექს მუშაკები სერიოზულ დისკომფორტს განიცდიან. ვიზიტორები მეძავებს ათვალიერებენ, ფოტოებს უღებენ, თუმცა მათ სერვისს ნაკლებად იყენებენ. რაც ბუნებრივია, ინტიმ-ბიზნესში დასაქმებული ადამიანების შემოსავლებზე უარყოფითად აისახება. „წითელი ფარნების ქუჩის“ ქალაქგარეთ გადატანით კი გოგონებს ტურისტთა ნაკადები აღარ შეაწუხებენ და თავისი საქმის კეთებას ისინი მშვიდად შეძლებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები