LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელი ღამე: ნეიმარმა დაბდღეზე მდიდრული საღამო მოაწყო (ფოტო)

2517069-52240090-2560-1440

პსჟ-ს ფორვარდმა ნეიმარმა მაგრად აღნიშნა 27 წლის იუბილე. ის ელისეის მინდვრებზე მდებარე „პავილიონ გაბრიელში“ მივიდა და თან 500 სტუმარი გაიყოლა.

წვეულებას ერქვა „წითელი ღამე“ და დრეს-კოდი მკაცრი იყო – წითელი სამოსი და არანაირი მობილურები. მიუხედავად ამისა, ინტერნეტში ფოტოები მაინც აღმოჩნდა.

ანხელ დი მარია, მარკო ვერატი, ჯანლუიჯი ბუფონი – ყველა წითლებში.

 

სხვათა შორის, ბრაზილიელმა უჩვეულო სურვილი ჩაიფიქრა:
„ყველაზე მეტად მინდა ახალი უკანა ტერფი. ასე შევძლებდი მოედანზე გასვლას, ბრძოლას და იმის კეთებას, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს – ფეხბურთის თამაშს“.

ნეიმარი ახლა სწორედ ტერფის ტრავმის გამო გადის რეაბილიტაციას და ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამოტოვებს „მანჩესტერ იუნაიტედთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები