ყოველ თვეს ნანუკა გოგიჩაიშვილი მეუღლისგან სიყვარულის ნიშნად ვარდების თაიგულს იღებს.
ახლახან ნანუკამ გამოაქვეყნა კიდევ ერთი ახალი თაიგულის ფოტო, რომელიც მეუღლისგან მიიღო.
„ჩვენი 86-ე თვე ერთად“, აღნიშნავს მოდელი.

ნანუკა ყოველი თვის 19 რიცხვს სიმბოლურად აღნიშნავს. საქმე ისაა, რომ ამ დღეს გაიცნო მან თავისი მეუღლე – ნიკა ნაყოფია.