LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითლიძე: „ნიკა მელიამ იცის, რომ პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, ამას იყენებს, რომ შიდა გარჩევა მოაწყოს“

206
Untitled design

„ნიკა მელიამ იცის, რომ გარიცხვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ მივიღებთ და, სამწუხაროდ, ის ამას იყენებს. იყენებს იმისთვის, რომ შიდა გარჩევა მოაწყოს და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს დააპირისპიროს ადამიანები, ვინც წლებია გვერდიგვერდ იბრძვიან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ მიხეილ სააკაშვილის მოწოდების შეფასების დროს განაცხადა.

სააკაშვილი ენმ-ს – „თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ ვიდრე შიგნიდან დაასუსტოთ, რას ვიყოფთ ჯერ მოუკლავი დათვის ტყავს? გადით, შექმენით რაღაც ახალი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ“ 

როგორც ანა წითლიძემ აღნიშნა, „არავინ არავის გარიცხვას არ აპირებს, მაგრამ ლოგიკური დასასრული უნდა დადგეს“.

„მიხეილ სააკაშვილს საჯარო განცხადებამდე პირადი კომუნიკაცია ჰქონდა თითქმის ყველა ადამიანთან და პირადად უთხოვია ყველასთვის, რომ არ არის ახლა შიდა გარჩევის დრო და უნდა ვკონცენტრირდეთ რუსული ოცნების დამარცხებაზე. მე მოვისმინე ახლა ბაჩო დოლიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ არ ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას და ჩემი ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად, თუ არ ეთანხმები მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხზე სააკაშვილის განცხადებას, მაშინ რა გინდა საერთოდ ამ პარტიაში.

თუ ვინმე არის ერთობის მომხრე, არის მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება პარტიის შიდა რყევა და ეს გარჩევები და ამას უნდა ჰქონდეს თავის ლოგიკური დასასრული. მე არ ვიცი გულწრფელად, როგორი იქნება ეს ლოგიკური დასასრული, არ ვიცი, ეს ადამიანები წავლენ თუ არა პარტიიდან. არ ვისურვებდი, რომ წავიდნენ, თითოეული მათგანი იქნება დანაკლისი, მაგრამ, ასევე, ვთვლი, რომ ლოგიკური დასასრული უნდა დადგეს: ან ყველა უნდა დამშვიდდეს, დაწყნარდეს და გაასწოროს ფოკუსი, ან თუ ამ ფოკუსს ვერ გაასწორებს, მაშინ, როგორც მიმართა მიხეილ სააკაშვილმა, უნდა მოისმინონ და გაიგონ ეს ყველაფერი..

არავინ არავის გარიცხვას არ აპირებს, მე არაერთხელ მითქვამს, თუ ვინმე არის გულშემატკივარი მელიასი ამ პარტიაში ძალიან ბევრი თავმჯდომარე გამომიცვლია, ვიღაცისთვის ხმა არ მიმიცია საერთოდ, ვიღაცისთვის მიმიცია, მაგრამ ეს არ გამხდარა იმის მიზეზი, რომ მომეწყო ის, რაც ახლა ხდება პარტიაში.

ეს არ არის ჯანსაღი, ჩვენ არ ვართ კომუნისტური პარტია, რომ იმაზე ვიმსჯელოთ, რომ გარიცხვის საკითხი დადგეს, არ დგას ეს საკითხი ამ წუთას, იცის ეს ნიკა მელიამ, მაგრამ ამის ლოგიკური დასასრული უნდა დადგეს. ეს უნდა მორჩეს. ორი გზა არის: ან ეს ადამიანები დამშვიდდებიან, დაწყნარდებიან და შეეგუებიან სტატუსკვოს, რაც არის, 23 ათასმა ამომრჩეველმა აირჩია ამ პარტიის თავმჯდომარე, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, მეასეხარისხოვანია, თუ არადა, მაშინ შეუძლია, როგორც მიხეილ სააკაშვილმა უთხრა, წავიდნენ და გააკეთონ თავის ახალი, იბრძოლონ მანდ.

მე ამ ყველაფერზე მილაპარაკია მათ შორის მათთან, მეტს გეტყვით, თუ მართლა გწამს, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის იბრძვი, მაშინ მწამს და მჯერა, რომ არ არსებობს შიდა გაუგებრობა, რომელიც შეიძლება არ გადაილახოს, არ არსებობს პირადი ინტერესი, რომელიც შეიძლება უკან არ დაწიო, არ არსებობს წყენა, რომელიც შეიძლება არ დაივიწყო“, – თქვა ანა წითლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g