პროექტმა Red Hot გადაწყვიტა გავრცელებული სტერეოტიპი დაემსხვრია და წითური მამაკაცებისადმი დამოკიდებულება შეეცვალა. ამ ფაქტთან დაკავშირებით კი მან კალენდარი გამოუშვა, სადაც წითური მამაკაცები სრულიად შიშვლები პოზირებენ. კალენდარი გაყიდვაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოვა და შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.
კალენდრის ავტორები ტომას ნაიტსი და დიზაინერი ელიოტ ჯეიმს ფრიზი არიან, ახალგაზრდების ვინაობა კი უცნობია.








