პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის უმცროსი ქალიშვილის, პატარა ლილიბეთის ფოტო აქამდე მედიაში არ გავრცელებულა. პირველი ოფიციალური პორტრეტი ლილიბეთ დაიანას დაბადების დღეზე გამოაქვეყნეს, როცა ის ერთი წლის იყო. ამჯერად კი პატარა პრინცესას ფოტო ფოტოგრაფებმა 4 ივლისის ღონისძიებაზე გადაიღეს, სადაც პრინცი ჰარი იმყოფებოდა.
ახალ ფოტოებზე, რომელიც 4 ივლისისადმი მიძღვნილ აღლუმზე, ლოს-ანჯელესშია გადაღებული, ფოტოზე ჩანს წითურთმიანი გოგონა, რომელიც ჰარის ხელში ჰყავს აყვანილი. ლილიბეთ დაიანას საოცრად ჰგავს თავის მამას, ახლა ლილიბეთი 2 წლისაა.
რა სჭირს მეგან მარკლის წონას? – პრინცი ჰარის მეუღლის ახალმა ფოტოებმა ყველა გააოცა