საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე (საგურამოს კვანძთან) წიწამურის ხიდზე მიმდინარე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა.
შეგახსენებთ რომ 21 სექტემბრიდან, ამ ხიდზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ერთ სამოძრაო ზოლზე ხორციელდებოდა.