LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air ავიარეისებს ამცირებს

153
markus-winkler-6rIYqCk4MEU-unsplash

ზაფხულის მოგზაურობის პიკში, კადრების დეფიციტის გამო, Wizz Air Holdings ფრენებს 5%-ით ამცირებს. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ პანდემიის შემდგომ, მოგზაურობაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ავიაკომპანიებს კადრების დეფიციტი აქვთ. მსხვილმა ევროპულმა ავიაკომპანიებმა, მათ შორის: British Airways-მა, KLM-მა და Deutsche Lufthansa ფრენები გააუქმეს.

ცხადია, კადრების დეფიციტს განიცდის „ვიზეარიც“, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ფრენების 5%-ით შემცირება ბევრად მცირეა სხვა ავიაკომპანიების გაუქმებული რეისების რაოდენობასთან შედარებით.

ანალიტიკოსების ინფორმაციითვე, Wizz Air-ს ნაკლები შეხება აქვს ყველაზე გადატვირთულ აეროპორტებთან, სადაც პრობლემები უფრო მასშტაბურია.

ევროპაში 10 ათასზე მეტი ფრენა შესაძლოა გაუქმდეს – ავიარეისების მასიური გაუქმება გრძელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g