LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air იმ წესებს გვაცნობს, რომელთა დაცვაც თვითმფრინავში მოგვიწევს: „ჩვენ საქართველოს ერთგულები ვართ”

127
ipiccy-image

„ჩვენ საქართველოს ერთგულები ვართ. გავაკეთეთ ყველაფერი, რათა აღგვედგინა ფრენები, რაც შეიძლება სწრაფად“, – აცხადებს Wizz Air- ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

როგორც ანდრაშ რადომ „საქართველოს პირველ არხს“ განუცხადა, ახლა ქუთაისიდან აქვთ 6 ფრენა, თვითმფრინავის ქუთაისის ბაზაზე განთავსების შემდეგ კი დაემატება შვიდი მიმართულება და სულ იქნება 13. მისივე თქმით, როდესაც მოთხოვნა გაიზრდება და სხვა ქვეყნებშიც შემსუბუქდება შეზღუდვები, გაიზრდება ფრენების სიხშირეც.

რაც შეეხება იმ წესებს, რომელთა დაცვაც „ვიზეარის“ მგზავრებს მოუწევთ, ანდრაშ რადო “საქართველოს პირველ არხთან” საუბრისას განმარტავს: „აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მგზავრებს ეკეთოთ პირბადე და არ უნდა მოიხსნან მთელი ფრენის განმავლობაში. მხოლოდ დამცავი ფარით მგზავრები რეისზე არ დაიშვებიან. საკვებისა და სასმელის მიღების დროს, ცხადია, შეგიძლიათ, მოიხსნათ პირბადე. თუმცა, ფრენის დროს სულ უნდა გქონდეთ თან. ეკიპაჟის წევრებს ეკეთებათ პირბადეც და ხელთათმანიც. ვახდენთ თვითმფრინავის სისტემურ დეზინფექციას და ჩვენ სავენტილაციო სისტემაში ჰაერი მუდმივად იცვლება, საათში ოცჯერ. ჰაერი თვითმფრინავში ძალიან სუფთაა. რაც შეეხება სხვადასხვა ქვეყნების წესებს, ისინი განსხვავებულია. ზოგიერთ ქვეყენაში არ არის აუცილებელი პირბადის ტარება ღია სივრცეში, მაგრამ შიდა სივრცეში აუცილებელია. ვურჩევდი მგზავრებს, გამომგზავრებამდე გაეცნონ კონკრეტული ქვეყნების წესებს, რათა მზად იყვენენ.

მისივე თქმით, მგზავრობისას პირბადე უნდა ეკეთოთ ორი წლის ასაკის ზემოთ მყოფ ბავშვებსაც. ამასთან, როგორც ანდრაშ რადო განმარტავს, პირბადის გარეშე მგზავრობის გამონაკლისი შემთხვევებიც შეიძლება იყოს და ამ შემთხვევაში აუცილებელია, ოფიციალური დოკუმენტის წარდგენა და ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი მიზეზი.

შეგახსენებთ, Wizz Air-ის ბაზა ქუთაისის აეროპორტში პირველი ივლისიდან ბრუნდება და პირდაპირ რეისებს ექვსი მიმართულებით შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g