LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air-ის აპლიკაცია და სატელეფონო მომსახურება უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი

129
Wizz Air

Wizz Air-ს, ინიციატივის „Customer First Compass“ ფარგლებში, ქართული ბაზრისთვის სიახლე აქვს – უნგრულმა ავიაკომპანიამ საკუთარი მობილური აპლიკაცია და სატელეფონო მომსახურება ქართულ ენაზე გახადა ხელმისაწვდომი.

ქართულენოვანი აპლიკაცია ავიაკომპანიის მხრიდან კიდევ ერთი ინვესტიციაა ციფრულ განვითარებასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ, ლოკალურ გადაწყვეტილებებში. ამიერიდან ქართველი მგზავრები ბევრად მარტივად და უფრო სწრაფად შეძლებენ ფრენების მოძიებას, ბილეთების დაჯავშნასა და ყიდვას.

სატელეფონო მომსახურების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობა კი კიდევ უფრო აძლიერებს მომხმარებელთა მხარდაჭერის ხარისხს – მგზავრებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ დახმარება და გააგზავნონ საჩივრები მშობლიურ ენაზე როგორც თვითმომსახურებით, ასევე ოპერატორთან პირდაპირი კონტაქტით.

Wizz Air-ის ინიციატივა „Customer First Compass“ მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის მარტივი და ხელმისაწვდომი გამოცდილების უზრუნველყოფას მოგზაურობის ნებისმიერ ეტაპზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g