LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air იყიდება: უმსხვილესი ინვესტორი თავის წილს ყიდის

122
248875036-402-0-1654-939-1920x0-80-0-0-e8257b416dea1ace3f878b1c4c8b1c76

დანიის საპენსიო ფონდი AkademikerPension დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ში საკუთარ წილს ყიდის. Reuters-ის ინფორმაციით, მიზეზი ცნობილი ავიაკომპანიის თანამშრომლების „ადამიანის და შრომითი უფლებების დარღვევაა”.

გამოცემის ცნობითვე, დანიური ფონდი იყო ერთ-ერთი იმ 14 ინვესტორს შორის, ვინც გასული წლის დეკემბერში Wizz Air-ს მიმართა, რათა თანამშრომლებისთვის პროფკავშირების შექმნისა და გაწევრიანების უფლება მიეცა. როგორც Reuters წერს, Wizz Air-ის მენეჯმენტთან შეხვედრის შემდეგ ფონდმა ვერ დაინახა რაიმე ნიშანი იმისა, რომ ავიაკომპანიის პრაქტიკა შეიცვლებოდა, ამიტომ მან გადაწყვიტა 3 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების წილი გაყიდოს.

„კომპანიის მენეჯმენტთან თანამშრომლობის შემდეგ, ჩვენ არანაირად არ ვართ დარწმუნებულები, რომ ისინი განახორციელებენ ცვლილებებს, რომლებიც ჩვენ მოვითხოვეთ ადამიანის და შრომითი უფლებების საკითხებთან დაკავშირებით“, – თქვა Akademiker Pension-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იენს მუნკ ჰოლსტმა.

ავიაკომპანიაში შრომითი უფლებების შესახებ ფონდის კრიტიკაზე საპასუხოდ, Wizz Air-ის სპიკერმა განაცხადა, რომ მდგრადობა კომპანიისთვის მთავარი ღირებულებაა.

„Wizz Air თანამშრომლებთან ურთიერთობას ძალიან სერიოზულად ეკიდება და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი სტრუქტურები და პროცესები, რომლებიც შექმნილია ღია და გამჭვირვალე ურთიერთქმედებების მხარდასაჭერად, ძალიან კარგად მუშაობს, მათ შორის ჩვენი ადამიანური რესურსების საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს ფორუმს თანამშრომლებისთვის, რათა განიხილონ მნიშვნელოვანი საკითხები“, – განმარტავენ ავიაკომპანიაში.

Wizz Air-მა ასევე დაადასტურა, რომ უახლოეს თვეებში 1000-ზე მეტი თანამშრომლის დაქირავებას გეგმავს და, რომ მან აღადგინა სალონის ეკიპაჟისა და პერსონალის ხელფასები პანდემიამდელ დონემდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g