ავიაკომპანია Wizz Air-მა უფასო ხელბარგის ზომა გაზარდა. ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 29 ოქტომბრიდან გაიზრდება ხელბარგის ზომა: 55 X 40 X 23 (მაქსიმუმ 10 კგ).
ბილეთის ფასი მოიცავს გაზრდილი ხელბარგის უფასოდ გადატანის უფლებას.
„მათ, ვისაც 29 ოქტომბრის შემდეგ აქვთ დაგეგმილი მგზავრობა და ხელბარგი უკვე შეიძინეს ავიაკომპანიისგან, ხელბარგში გადახდილი თანხის 120% დაუბრუნდებათ „ვიზეარის” ანგარიშებზე”, – ნაქთვამია კომპანიის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია Wizz Air ხელბარგის გადატანის წესებს შეცვლიდა. საუბარი იყო ბორტზე ხელბარგის გარანტირებული ატანისთვის გადასახადის დაწესებაზე.