დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ქუთაისიდან ფრენებს მემინგენის ნაცვლად, ფრიდრიხსჰაფენში შეასრულებს.
როგორც avianews.ge იუწყება, მიზეზი მემინგენის აეროპორტში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია. აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ვებგვერდის ცნობითვე, 18 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნული რეისი განხორციელდება როგორც ქუთაისი-მემინგენის რეისის ალტერნატივა.