უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ინფორმაციას ქართულ ენაზე ავრცელებს.
„გამარჯობა, საქართველო! მოდით, ერთად აღვნიშნოთ Wizz Air- ის ფრენების განახლება და ერთად ვეწვიოთ იმ ყველაზე შთამბეჭდავ ადგილებს, სადაც თქვენი წაყვანა შეგვიძლია! დაჯავშნეთ მონატრებული ფრენები და ჩვენთან ერთად იმოგზაურეთ ქუთაისიდან ვილნიუსში, ვარშავაში, რიგასა და დორტმუნდში. გახსოვდეთ, წინ კიდევ მრავალი სხვა მიმართულება გელოდებათ!“, – იუწყება Wizz Air ქართულ ენაზე.
ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ოპერირება განაახლა. პანდემიის შემდეგ, Wizz Air-მა პირდაპირი რეგულარული რეისი ვარშავიდან 17 აპრილს შეასრულა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა არსებობის მანძილზე პირველად მიიღო Airbus A321neo ტიპის ავიახომალდი, რომელმაც ქუთაისში 118 მგზავრი ჩამოიყვანა.