Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან 2021 წლის ზაფხულის ფრენების ნაწილი გააუქმა.
გაუქმებულ ფრენებთან დაკავშირებით განცხადებას „ვიზეარის“ კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო ავრცელებს.
„საავიაციო ინდუსტრიაში მიღებული პრაქტიკაა, რომ ფრენების სიხშირეები სამოგზაურო სეზონების, კონკრეტულ პერიოდში აქტუალური მიმართულებებისა და გაუთვალისწინებელი ფორს მაჟორული სიტუაციების მიხედვით იცვლება. „ვიზეარმა“ ქუთაისიდან 2021 წლის ზაფხულის სეზონზე ფრენები რამდენიმე მიმართულებით შეაჩერა. ამ ცვლილების შედეგად, დაზარალებულ მგზავრებს ავტომატურად მიუვათ შეტყობინება ცვლილების შესახებ და შეთავაზება ბილეთის გადაცვლის, თანხის 100 პროცენტის ბარათზე დაბრუნების ან 120 პროცენტის „ვიზეარის“ ანგარიშზე დაბრუნების შესახებ.”-განაცხადა „ვიზეარის“ კომუნიკაციების ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, Wizz Air-ს ფრენების განახლებასთან დაკავშირებით შეტანილი აქვს განაცხადი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში და იმედოვნებენ, რომ რეგულაციები და შეზღუდვები მისცემთ შესაძლებლობას, მალე განაახლონ ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.