უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air, 30 ოქტომბრიდან, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ვროცლავის მიმართულებით პირდაპირ ფრენას აახლებს.
ფრენა შესრულდება კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და კვირას. ფრენის ხანგრძლივობა 3 საათი და 45 წუთია.
აღსანიშნავია, რომ Wizz Air-ის მეშვეობით ქუთაისიდან პოლონეთში ფრენა უკვე ოთხი მიმართულებით იქნება შესაძლებელი: ვროცლავი, კატოვიცე, ვარშავა და პოზნანი.