LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air-ს დაბრუნება და ქუთაისის ბაზიდან ფრენების გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი – ანდრაშ რადო

5240
img-2278-2020-12-09-07-06-05-431369-e1607497571240

ზუსტი თარიღი, თუ როდიდან განაახლებს უნგრული ავიაკომპანია Wizz Air საქართველოს მიმართულებით რეგულარულ რეისებს ისევ უცნობია.

როგორც Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი ანდრაშ რადო EuroNews Georgia-თან ინტერვიუში აცხადებს, ქუთაისსა და კონკრეტულ მიმართულებას შორის ფრენების აღდგენა, სადაც Wizz Air პანდემიამდე ოპერირებდა, დამოკიდებულია ორივე ქვეყანაში არსებულ რეგულაციებზე,

„Wizz Air-ს ქართულ ბაზარზე დაბრუნება და ქუთაისის ბაზიდან ფრენების გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი. ახლა იმას ვიკვლევთ, თუ როდის შევძლებთ რეგულარული ფრენების დაწყებას. მაგრამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ აქ არა მხოლოდ საქართველოში არსებულ შეზღუდვებს, არამედ იმ რეგულაციებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომლებიც სხვა ქვეყნებში მოქმედებს. მართალია, პირველ თებერვალს საქართველოში რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება, თუმცა, სამწუხაროდ, სხვა ქვეყნებში კვლავ არსებობს მოგზაურობასთან დაკავშირებული უამრავი რეგულაცია“, – განუცხადა EuroNews Georgia-ს ანდრაშ რადომ.

მისივე თქმით, ავიაკომპანია საქართველოს მთავრობასთან აქტიურად თანამშრომლობს და საჰაერო მიმოსვლის განახლება საერთო მიზანს წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g