LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air-ის თვითმფრინავს ავტომობილი შეეჯახა

172
wizzair-a320neo-collision-gdansk

Wizz Air-ის ახალ თვითმფრინავს გდანსკის აეროპორტში, აეროპორტის ავტომობილი შეეჯახა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც Airbus A320neo აფრენისთვის ემზადებოდა. აღნიშნული ავიახომალდით რეისი სტოკჰოლმის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო.

„ავიანიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნული ავტომობილი თვითმფრინავისთვის წყლის მიწოდებას უზრუნველყოფდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა. თვითმფრინავის ბორტზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ Wizz Air-მა თვითმფრინავის შეცვლა მალევე მოახერხა და გლანსკი-სტოკჰოლმის რეისი ოდნავი დაგვიანებით შესრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g