LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air ზაფხულში ქუთაისიდან ფრენას, სავარაუდოდ, ევროპის კიდევ 13 მიმართულებით აღადგენს

79
674cad52efcb389fe5bac628080cf70b-XL

Wizz Air ქუთაისიდან ფრენებს 4 მიმართულებით აღადგენს, – ამის შესახებ bm.ge-ს Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ განუცხადა. მისი თქმით, რეგულარული ფრენები 17 აპრილიდან ვილნიუსის მიმართულებით განახლდება, 18 აპრილიდან კი ვარშავას მიმართულებით.

„ვგეგმავთ ქუთაისი-რიგის მიმართულების გააქტიურებას 14 მაისიდან და დორტმუნდის მიმართულებით 21 მაისიდან. თავდაპირველად ამ მიმართულებებზე რეისები კვირაში ერთხელ შესრულდება. დავაკვირდებით, როგორი იქნება მოთხოვნა, როგორ შეიცვლება რეგულაციები სხვადასხვა ქვეყანაში და ამის მიხედვით დავამატებთ სიხშირეებს”,- აცხადებს ანდრაშ რადო.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ს შორის, გაფართოებულ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. შედეგად, აპრილიდან Wizz Air ვარშავასა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას დაიწყებს. მაისიდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქუთაისიდან რეგულარულ ფრენას რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით აღადგენს. ხოლო, ივნისიდან, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ეტაპობრივად განახლდება პირდაპირი ფრენები ევროპის კიდევ 13 მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g