LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წლები მჯეროდა და მწამდა, რომ სხვისი უსაფრთხოება უნდა დამეცვა და პირველად გავაანალიზე ცხოვრებაში, რომ საკუთარი შვილები მყავს დასაცავი“ – ირაკლი შაიშმელაშვილი

577
ირაკლი შაიშმელაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი „ნოდარ მელაძის შაბათთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრისას აცხადებს, რომ საქართველო უსაფრთხოების მიზნით დატოვა, რადგან მას ოჯახის ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ.

ნოდარ მელაძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუდან ირკვევა, რომ მას შემდეგ რაც, ირაკლი შაიშმელაშვილმა ზემდგომებს სამსახურიდან წასვლის შესახებ აცნობა, მას „ხარებას“ მოადგილე ფიზიკურად გაუსწორდა.

„იყო [ფიზიკური ანგარიშსწორება], ვიჩხუბეთ. სამწუხაროდ არ დამთავრდა ამით, მოჰყვა ზარები. რომ ჩავრთე ტელეფონი, თუკი ვინმე შეიძლებოდა ჩემთან დაეკავშირებინათ, ყველამ დამირეკა, პირდაპირი და ირიბი მუქარებით. შვილებზე, განსაკუთრებით. ყველაზე მძიმე ის აღმოჩნდა, რომ ეს წლები მჯეროდა და მწამდა, რომ სხვისი უსაფრთხოება უნდა დამეცვა და პირველად გავაანალიზე ცხოვრებაში, რომ საკუთარი შვილები მყავს დასაცავი ქვეყანაში, სადაც სამართალი შეიძლება ვერ ვიპოვო. ამიტომ, ამ ინტერვიუს მერე ფრენა მაქვს და მივდივარ ქვეყნიდან.

ყველაფერი ჩაბარებული მქონდა და მშვიდად ვაპირებდი წამოსვლას, მაგრამ არ მომეცა ამის შესაძლებლობა, არ მომცეს ამის საშუალება, ის პოსტიც ერთგვარი უსაფრთხოების გადაზღვევა იყო იმიტომ, რომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მე ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, მეუღლე და ორი შვილი მყავს და, მით უფრო, ვიცი, რაზე შეიძლება წასულიყვნენ ესენი და რა შეიძლება ეკადრათ, ეს იყო ერთგვარი გადაზღვევა და არა გამოწვევა ვინმესი.
სამწუხარო ის არის, რომ ამ წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში მე შეხება მქონდა თითქმის ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მით უფრო, სამინისტროს შიდა ადმინისტრაციულ დეპარტამენტებთან – არავინ არ დაინტერესებულა, არავის არ დაურეკავს, თუ რატომ გავაკეთე ეს, რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი, ერთადერთი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მაღალი თანამდებობის პირმა დამირეკა, მხოლოდ მეგობრულად. ადამიანური ფაქტორი არის, როცა ვიღაცა შენით ინტერესდება, ანუ 4 წელიწადი ვიყავი მაგათთვის მისაღები, 4 წელი ვიყავი კარგი თანამშრომელი, ყველაფერს კარგად ვასრულებდი და ერთ დღეში გავხდი მოღალატე […] ნუ წარმოუდგენელი არის…“ – ამბობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g