LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლებია, საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია: ლომჯარია

91
ნინო ლომჯარია - ფორტუნა

ტელეკომპანია “პირველის”ეთერში გასულ ანონსს, სადაც ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავდნენ, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Facebook-ზე ეხმიანება.

მისი განცხადებით, “წლებია საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტების თუ სხვა მხრივ არასასურველი ადამიანების მორალური განადგურების, მათი დისკრედიტაციის თუ საქმიანი რეპუტაციის შესალახად ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია” და “არც ერთ მსგავს შემთხვევაში არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება”.

ლომჯარია აცხადებს, მსგავსი ფაქტების არ გამოძიება, საზოგადოების თითოეულ წევრს, მსგავსი უკანონო და მიუღებელი პრაქტიკისგან დაუცველს ხდის.

“წლებია საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტების თუ სხვა მხრივ არასასურველი ადამიანების მორალური განადგურების, მათი დისკრედიტაციის თუ საქმიანი რეპუტაციის შესალახად ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია. მრავალი წელია საზოგადოება უშედეგოდ ითხოვს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროულ და ობიექტურ გამოძიებას და შესაბამისი პირებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. სამწუხაროდ, არც ერთ მსგავს შემთხვევაში არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება, რაც საზოგადოების თითოეულ წევრს კიდევ უფრო დაუცველს ხდის მომავალში მსგავსი უკანონო და მიუღებელი პრაქტიკისგან. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ და სხვა შემთხვევებშიც, მხოლოდ ეფექტურად ჩატარებული გამოძიების, ჩანაწერების ავთენტურობისა და ნამდვილობის დადგენის შემდეგ შეიძლება შეფასდეს – შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც ცალკე გამოძიების საგანს უნდა წარმოადგენდეს,” – წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

magti 5g