LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წლების განმავლობაში ასწავლიდა ფიზიკას, არის უამრავი პედაგოგისა და მეცნიერის აღმზრდელი მასწავლებელი, მისი ავტორობით შექმნილი სახელმძღვანელოებით თაობები სწავლობენ“ – კომაროვის სკოლის პედაგოგი გიორგი გედენიძე გარდაიცვალა

144
გედენიძე

კომაროვის სკოლის პედაგოგი გიორგი გედენიძე გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას კომაროვის სკოლა ავრცელებს.

„კომაროვის სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ჩვენი სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგის, გამორჩეული ფიგურისა და შესანიშნავი ადამიანის, ბატონი გიორგი გედენიძის გარდაცვალების გამო. 

ბატონი გიორგი წლების განმავლობაში ასწავლიდა ფიზიკას კომაროვის სკოლაში, არის უამრავი პედაგოგისა და მეცნიერის აღმზრდელი მასწავლებელი. 

მისი ავტორობით შექმნილი სახელმძღვანელოებით თაობები სწავლობდნენ და დღესაც სწავლობენ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის წვლილსა და ღვაწლს ქვეყნის განათლების საქმეში.

კომაროვის სკოლა პატივს მიაგებს ბატონი გიორგის ხსოვნას და თანაუგრძნობს მის ოჯახსა და ახლობლებს.

გამოსვენება: ხუთშაბათს, 11 სექტემბერს, 14:00 საათზე.

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას VII კვარტალი, 25-ე კორპუსი, I სადარბაზო, II სართული“ – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g