მსახიობ ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებას, რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება და წლების წინ მომხდარ ამბავს იხსენებს, როგორ გაიცნო ზურა ბერიკაშვილი და მასთან მეგობრობის ისტორია.
„23 წლის ვიყავი მარჯანიშვილის თეატრში რომ მოვხვდი… მაშინ ზურიკოს არ ვიცნობდი… მოვიდა და სახლში დამპატიჟა… გამიკვირდა, დავიბენი, მაგრამ ძალიან გამიხარდა… უკვე სტუმრად მისულს მითხრა, წესია ასეთი, მეც ასე დამხვდნენ თავის დროზეო…
მაგრად ვიძმაკაცეთ, გულამდე, სულამდე… ძალიან რომ მოვინდომო, ყოველ წუთს გავიხსენებ ამ ურთიერთობის, იმდენად კარგი იყო, იმდენად ლამაზი ეს ყველაფერი…
არასდროს მინახავს მსგავსი თავმდაბალი, კეთილშობილი და მორიდებული კაცი… არასდროს მინახავს მსგავსი მზრუნველი, ყურადღებიანი და კომფორტული მეგობარი…
ნიკოს ნათლიაა, ამ ფოტოზე კი კატოა… ალბათ ერთი თვის… ბევრს მოვუყვები ჩემს შვილებს მის შესახებ…
ეს ცხრა თვე, რაც გათიშული იყო, მასთან ერთად დრო გაჩერდა გულის იმ ადგილას სადაც მყავდა და სადაც მიყვარდა, ამიტომაც როდესაც მარტო ვრჩებოდი, ბევრს ველაპარაკებოდი ჩემს ბერიკას ჩემში და იცით რას მივხვდი?
ორგანიზმს რომელსაც სიცოცხლის ნიშნები აღარ ჰქონდა, მხოლოდ გული მუშაობდა… უხ! მაგ გულში ვენაცვალე!
წლების წინ სპექტაკლი გავაკეთეთ მარჯანიშვილში, მთავარ როლში იყო… სპექტაკლს ერქვა „შევხვდებით სამოთხეში“
არ ვიცი რამდენად მოვხვდები სამოთხეში, მაგრამ თუ მოვხვდი… იქ რომ გნახავ, ზუსტად ვიცი!“, – წერს სანდრო ელოშვილი.
მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა: „კარგად, ზურიკო… მადლობა ყველაფრისთვის…“