LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის ბოლომდე Apple ორ სიმ-ბარათიან სმარტფონებს გამოუშვებს

126

Apple-ის ორი სიმ-ბარათიანი სმარტფონების სამზადისის შესახებ ბოლო დროს ქსელში ხშირად იწერება. ამის შესახებ ცნობილმა ანალიტიკოსმა მინგ ჩი კუომაც არაერთხელ ისაუბრა, თუმცა ამ დრომდე ყველაფერი იდეის დონეზე რჩებოდა.

ამჯერად, ჩი კუომ კვლავ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს iPhone dualSIM მხარდაჭერით გამოვა. მისივე თქმით, საუბარია 6,1 დიუიმიან iPhone-ზე LCD-ეკრანით და ის დაახლოებით 750 დოლარი ეღირება. ამავე სმარტფონის ერთ სიმ-ბარათიანი ვერსიის ფასი 650 დოლარი იქნება.

ასევე dualSIM ბარათის მხარდაჭერას მიიღებს 6,5 დიუიმიანი მოდელი, მისი შემცირებული ვერსია მხოლოდ ერთი სიმ ბარათით იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ შეერთებულ შტატებში ორი სიმ-ბარათიანი სმარტფონები არც ისე პოპულარულია, სამაგიეროდ ლათინო ამერიკის, ევროპისა და აზიის ბაზარზე ისინი საკმაოდ პოპულარულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები