LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის ბოლომდე ციფრული ლარის საპილოტე პროგრამა გაეშვება

109
embupsqvs26u1co

საქართველოში, 2022 წლის ბოლომდე დაგეგმილია ციფრული ლარის საპილოტე პროგრამის გაშვება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა. მას საპილოტე პროგრამის დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტის დანერგვა ფინტექკომპანიებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური პლატფორმებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

„ციფრული ლარის კვლევითი ეტაპის ფარგლებში, 100-ზე მეტ პოტენციურ პარტნიორ კომპანიას შევხვდით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ციფრული ლარის დანერგვა ტექნოლოგიურად არ წარმოადგენს დიდ სირთულეს – ტექნიკურად ასეთი პრაქტიკა უკვე მსოფლიოში ბევრ ქვეყანას აქვს. მთავარია, გადაწყდეს ციფრული ლარის პოლიტიკური მოწყობის საკითხი, რაზეც დღესაც მიმდინარეობს განხილვა. გეგმაში გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ციფრული ლარის საპილოტე ეტაპი გავუშვათ, თუმცა ზუსტად რა ფორმატი და მასშტაბი ექნება ამ საპილოტე პროგრამას, ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია“, – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები