LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის ბოლომდე Nokia 3, 5 და 6 ყველა ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნება

75

საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც Nokia-მ ახალი სმარტფონები წარადგინა, თუმცა ამ დრომდე გაყიდვაში მხოლოდ Nokia 6 გამოვიდა. რამდენიმე ქვეყანაში Nokia 3-ზე, 5-სა და 6-ზე წინასწარი შეკვეთების მიღება ცოტა ხნის წინ დაიწყო. არსებული ინფორმაციით, წლის ბოლომდე მათი შეძენა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შესაძლებელი იქნება.

Nokia 3-ს 5 დიუიმიანი HD-ეკრანი, 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 8 მეგაპიქსელიანი ძირითადი და წინა კამერა აქვს და მისი ფასი მხოლოდ 139 ევროს შეადგენს.

Nokia 5-მა 5,2 დიუიმიანი HD-ეკრანი მიიღო, ასევე 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 13 მეგაპიქსელია ძირითადი და 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა და თითის ანაბეჭდის სკანერი. ის 189 ევრო ღირს.

Nokia 6 კი 5,5 დიუიმიან ეკრანს გვთავაზობს, 16 მეგაპიქსელიან ძირითად და 8 მეგაპიქსელიან წინა კამერას, ასევე თითის ანაბეჭდის სკანერს. მისი ფასი კი 229 ევროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები