LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის დიაგნოზი: ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ გარეკა – ირაკლი ოქრუაშვილი ციხიდან გასულ წელს აჯამებს

229
AD9BED90-D582-447F-9B85-B5B00332C7A7-w1200-r1-s

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მოტროსოვის ციხიდან პოსტს აქვეყენებს და გასულ წელს აჯამებს.

“მნიშვნელოვანი და სასწაული – უბრწყინვალესი წელი მიიწურა ივანიშვილისეული გაგებით.

რით დაგვამახსოვრა თავი 2019 წელმა?!

წლის მოვლენა – გავრილოვის ჩამოსვლა და 20-21 ივნისის ღამე;

წლის ეკონომიკური მიღწევა – 1$=3ლარი;

წლის პოლიტიკური მიღწევა – ბიძინას მიერ ერის საუკუნის გადაგდება ( პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით);

წლის პოლიტიკური დაპირება – ბიძინამ თქვა- 2020-დან ყველამ საზღვარგარეთ დაახვიეთო ( ქუთაისის აეროპორტიდან)

წლის ანეგდოტი – ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობა;

წლის საგარეო პოლიტიკური მიღწევა – დასავლეთმა ბიძინას ზომა თეთრი ხალათის შეკერვა დაიწყო ( ექიმის არა, გიჟის);

წლის ტრაგედია – ერს ისევ ძინავს;

წლის დიაგნოზი – ბიძინამ საბოლოოდ და საფუძვლიანად გარეკა;

წლის სახალხო მიღწევა – გავრილოვის ღამით ბიძინა ,, გავაშიშვლეთ“;

შობა – ახალ წელს გილოცავთ, ბიძინას წამყვანი და თქვენთვის ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს.” – წერს ოქრუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g