LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის მთავარი კრიმინალური სერიალი ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის სკანდალზე – პირველი თიზერი

138
page

ინტერნეტში ცოტა ხნის წინ რაიან მერფის გახმაურებული სერიალის, „ამერიკული დანაშაულის ისტორიის“ მესამე სეზონის თიზერი გავრცელდა. უკვე ცნობილია, რომ მესამე სეზონი ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის სკანდალზე იქნება და სიუჟეტი რეალური მოვლენების მიხედვით შეიქმნა. 49 წლის ბილ კლინტონისა და 22 წლის სტაჟიორის, მონიკა ლევინსკის რომანმა ამერიკა შეძრა. სწორედ ამას მოჰყვა ამერიკის პრეზიდენტის იმპიჩმენტი.

თიზერი საკმაოდ დამაინტრიგებელია, მიუხედავად იმისა, რომ მასში მთავარი გმირების სახეები არ ჩანს. ცნობილია, რომ სერიალში მონიკა ლევინსკის როლს ბინი ფელდშტეინი ასრულებს, ბილ კლინტონის როლს კი კლაივ ოუენი. ლინდა ტრიპის როლში ვიხილავთ შეუდარებელ სარა პოლსონს.

სერიალის პრემიერა 2021 წლის სექტემბერშია დაგეგმილი და საინტერესოა, რომ მონიკა ლევინსკი თავად არის ტელეპროექტის პროდიუსერი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები