„გემო ფესტი“ სვანეთში ბრუნდება – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2026 წლის პირველი გასტრონომიული ფესტივალი მესტიაში, 21-22 თებერვალს, გაიმართება.
წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებულია, რადგან 22-28 თებერვალს, უკვე მესამედ, სვანეთი ფრირაიდის მსოფლიო ტურს მასპინძლობს
„გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა კვებისა და აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე. ფესტივალში 15 ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას.
„გემო ფესტი“ მუსიკალურად გაფორმდება, სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ: LEVI LOVE DISCO, DUCKTAPE, O’SOUL SPINNER, TOBAKO TWEEN, ONIANI.
