People’s Choice Awards-ზე წლის საუკეთესო ფილმები დასახელდა. გამოცემა Entertainment Tonight-ის ცნობით, საზოგადოებამ წლის საუკეთესო ფილმის სტატუსი „შურისმაძიებლები: დასასრული“ მიანიჭა. მთავარი როლის შემსრულებელმა რობერტ დაუნი უმცროსმა კი ,,წლის საუკეთესო მსახიობის” ტიტული მოიპოვა.
საუკეთესო კომედიურ ფილმად „იდუმალი მკვლელობა“ (Murder Mystery), საუკეთესო დრამად „შემდეგ“ (After), საუკეთესო საოჯახო ფილმების კატეგორიაში კი „ალადინმა“გაიმარჯვა.
რაც შეეხება წლის საუკეთესო მსახიობ ქალს, აღნიშნულ ნომინაციაში ზენდაია ქოულმენი დასახელდა.
შეგახსენებთ, 2019 წლის საუკეთესო მამაკაცი არტისტი შონ მენდესი გახდა, საუკეთესო ქალი მომღერლის ტიტული კი ბილი აილიშმა მოიპოვა.
https://www.youtube.com/watch?v=65KissegON0