ცოტა ხნის წინ დასრულდა „ოსკარის“ რიგით 88-ე დაჯილდოვების ცერემონია. როგორც წესი, ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს კულმინაცია წლის ფილმის დასახელებაა. წელს, აკადემიის გადაწყვეტილებით, საუკეთესო სურათად ფილმი Spotlight დასახელდა.
რეჟისორ ტომ მაკარტის ფილმი, სადაც მთავარ როლებს რეიჩელ მაქადამსი, მარკ რუფალო და მაიკლ კიტონი ასრულებენ, ოსკარის 6 ნომინაციაში იყო წარდგენილი. ფილმმა Spotlight კიდევ ერთი ოსკარი მიიღო ორიგინალური სცენარის კატეგორიაში. თავად ფილმის ეპიცენტრში გაზეთ Spotlight-ის რედაქციაა, რომლის ჟურნალისტებიც კათოლიკური ეკლესიის სკანდალურ საქმეს იძიებენ.