უკან გამოწვევის კამპანიისგან არც ერთი ავტომწარმოებელი არაა დაზღვეული. მსგავსი აქციები სერიოზული დეფექტების გამო რეგულარულად ტარდება. მიზეზი უეცრად გაჩენილი პრობლემა, ანდაც ქარხანაში ბანალურად გაპარული შეცდომაა ხოლმე.
როგორც წესი, ყველა დეფექტის გამოსწორება თავად ბრენდებს უწევთ, თავისივე ხარჯით. პანდემიური წლის განმავლობაში უკან გამოწვევის კამპანიები ცოტა უფრო ნაკლები იყო, ვიდრე წინა წლებში, რაც ზოგადად წარმოების შემცირებით აიხსნება. თუმცა, დეფექტიანი მოდელები მაინც მრავლად იყო და ეს დისკომფორტი ასი ათასობით ავტომფლობელმა თავის თავზე გამოცადა.
პრობლემური მოდელების ფოტო გალერეა ასე გამოიყურება.








