LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის შემაჯამებელი ტექნოლოგიური კონფერენცია Touch Summit ბრუნდება

109
სამიტი

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით, 2024 წლის 3-4 დეკემბერს, რუსთაველის თეატრი წლის შემაჯამებელ ტექნოლოგიურ სამიტს – TOUCH24 უმასპინძლებს.

ორდღიანი კონფერენციის პროგრამა შედგება სხვადასხვა ტიპის სესიისგან, პანელური დისკუსიებისგან, სტარტაპ ექსპოსგან, წინასწარ შერჩეული სტარტაპებისთვის Pitch Competition-ისგან, ნეთვორქინგ სესიისგან და დამაგვირგვინებელი After Party-სგან.

წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა SWITCHING MINDSETS, რაც მთავარი გასაღებია სწრაფი და დიდი მიღწევების გზაზე. 

რუსთაველის თეატრის ორი სცენა უმასპინძლებს 60-ზე მეტ სპიკერს 10-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის Google-ის UX დირექტორს, Oculus VR-ის დამფუძნებელს, Spotify, Typeform-ის ყოფილ დიზაინ დირექტორს, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი AI Voice ქლონინგის უკრაინული კომპანიის  Respeecher-ის დამფუძნებელს, მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შემავალ ჰაკერს, TED-ის მრავალგზის სპიკერს, Meta-ს ბიზნეს სტრატეგისტსა და ფუტურისტს, Media.Monks-ის ტექ. კრეატიულ დირექტორს და ბევრ სხვა პროფესიონალს.

ღონისძიებას დაესწრება 100-ზე მეტი ინვესტორი (VC’s & Angels) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიისა  რეგიონებიდან, ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთისა და  უზბეკეთის სტარტაპ ეკოსისტემის 100-მდე წარმომადგენელი. 

სამიტის ფარგლებში, სტარტაპებისთვის ცალკე იქნება გამოყოფილი საექსპოზიციო სივრცე, სადაც 40-მდე სტარტაპს დამსწრე დელეგატებისთვის საკუთარი პროდუქტის გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა.  

ღონისძიებაზე დასასწრებად ბილეთების შეძენა მხოლოდ ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g