LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის სპორტსმენი ლებრონ ჯეიმსია: ამერიკაში პრემიები დაარიგეს

47

ლებრონ ჯეიმსი წლის სპორტსმენი გახდა, სერენა უილიამსმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა ESPN-ის პრემიები მიიღეს.

ESPYS-ის პრემიები ლოს-ანჯელესში ჩამოარიგეს.

„წლის ჩოგბურთელის“ ნომინაცია ქალებს შორის მერვედ მოიგო სერენა უილიამსმა, მამაკაცებს შორის საუკეთესოდ ჯოკოვიჩი დაასახელეს.

წლის საუკეთესო მწვრთნელად ტაირონ ლი აღიარეს, საუკეთესო გუნდად NBA-ის მომგები „კლივლენდი“.

საუკეთსო სპორტსმენად და NBA-ს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს „კავალიერსის“ ჩემპიონი ლებრონ ჯეიმსი, ქალებს შორის აღიარება ერგო „სიეტლ შტორმის“ ლიდერს ბრიანა სტიუარტს.

რეკორდების მსხვრევაში პირველობა არავის დაუთმო სტეფ კარიმ – 402 სამქულიანი სეზონში!

რონდე რუზი „წლის იმედგაცრუება“ გახდა, ხოლო “წლის გარღვევა“ „ჩიკაგო კაბსის“ წევრი ჯეიკომ არიეტა.

NHL-ის საუკეთესოს პრიზი ჩემპიონ „პიტსბურგის“ ლიდერს სიდნი კროსბის ხვდა წილად.

ESPN-ის ლეგენდების ტიტული კობი ბრაიანტს, ები უომბახს და პეიტონ მენინგს შეხვდათ. რა შუაშია, მაგრამ ამათთან ჯასტინ ტიმბერლეიკი სურათებს იღებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები