როგორც ცნობილია, რიანას საყვარელ მამაკაცს Asap Rocky-ს, იგივე, რაკიმ მაიერსს 24 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. რეპერს ბრალად 2021 წელს, შელაპარაკების საფუძველზე, თავისი ბავშვობის მეგობრისთვის იარაღის სროლა ედებოდა.
დამწუხრებული რიანა საყვარელი მამაკაცის სასამართლო პროცესზე შვილებთან ერთად მივიდა
და აი, ვერდიქტი გამოტანილია. ახლახან ცნობილი გახდა, რომ არტისტი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. სასამართლო დარბაზში რიანაც იმყოფებოდა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, Asap Rocky-მ ემოციები ვერ დამალა და საყვარელ ქალს მხურვალედ ჩაეხუტა, ცრემლები ვერ შეიკავა თავად რიანამაც.
„დიდი მადლობა ჩემი ცხოვრების გადარჩენისთვის“, – განაცხადა რეპერმა.
სასამართლო დარბაზში გადაღებულმა ვიდეომ ინტერნეტსივრცე დაიპყრო.
„ცრემლების გარეშე ვერ უყურებთ“, „რა საოცარი ემოციებია“, „წლის ვიდეო!“, – არ წყდება კომენტარები.
ვიდეო: რიანას საყვარელ მამაკაცს, რეპერ Asap Rocky-ს 24 წლიანი პატიმრობა ემუქრება
