საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოსთვის გადმოცემა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის“. აღნიშნული განცხადება პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოსთვის მუდმივ მფლობელობაში გადმოცემა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის. ამას ჩვენ დიდად ვაფასებთ. გვჯერა, რომ დღევანდელი დღე იქნება ჩვენი მომდევნო თანამშრომლობისა და მეგობრობის განმსაზღვრელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.