წმინდა სინოდის წევრი, ეპისკოპოსი დამიანე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ ავრცელებს.
„62 წლის ასაკში ავტოკასტასტროფის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავარი, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია)
მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და სულიერ შვილებს!
საუკუნოდ იყოს ხსენება მისი!“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.