LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წნორში 9 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

219
BeFunky-collage (6)

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, სანიაღვრე არხში, 9 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით,  შემთხვევა გუშინ, 17 ივნისს, 21:00 საათზე მოხდა. იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი საკუთარ სახლთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტში მიდიოდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, იმ დროს როდესაც 9 წლის ბიჭი მაღაზიაში მიდიოდა, ძლიერი წვიმა დაიწყო და ქარი ამოვარდა. მათივე ვარაუდით, წვიმისა და ქარის გამო მოზარდი სანიაღვრე არხში ჩავარდა, სადაც წყლის ძლიერი დინება იყო. მოზარდის გვამი სწორედ სანიაღვრე არხში ნახეს.

“ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g