სკანდალური კეშას თაყვანისმცემლები გაუგებრობაში არიან: მომღერალი, რომელიც ანორექსიითა და ბულემიით იტანჯება, კვებაში ოქროს შუალედს ვერ პოულობს.
პაპარაცებმა ის პალმ რიჩში, ბოიფრენდთან ერთად აუზზე დასვენების დროს დააფიქსირეს. კეშას შავი ფერის საცურაო კოსტიუმი ეცვა, რაშიც კარგად ჩანდა მისი ზედმეტი კილოგრამები.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ მომღერლის გარშემო სკანდალი განვითარდა. ის თავის პროდიუსერს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. მოგვიანებით, კეშა სამკურნალო დაწესებულებაში დედამ დააწვინა. ექიმები გაოცებულები იყვნენ მისი სიგამხდრით და არ გამორიცხავნენ, რომ ის ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მომკვდარიყო.
ამჯერად კი, როგორც ჩანს, მომღერალი მეორე უკიდურესობაში გადავარდა, რაც მის ფიზიკურ მონაცემებზე კარგად აისახება.

